მხატვარ ოლღა ჩაჩუა-სელეზნიოვას ნამუშევრების გამოფენა.

2022 წლის 28 იანვარს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, გაიმართა აჭარაში პირველი პროფესიონალი კერამიკოსი ქალის, მხატვარ ოლღა ჩაჩუა-სელეზნიოვას ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული ტილოები, ისე კერამიკული ნაწარმი.
გამოფენა 1 თებერვლამდე გასტანს.